Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანიტა რაჭველიშვილი: პატიებას გთხოვთ, რომ ოდესღაც ვიმღერე რუსეთში


გამოჩენილმა საოპერო მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა თბილისის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

მანამდე მან დემონსტრანტებს მიმართა და პატიება ითხოვა იმისათვის, რომ „ოდესღაც“ იმღერა რუსეთში.

"მე აქ მოსული ვარ, როგორც ერთი რიგითი ქართველი, პატრიოტი საკუთარი ქვეყნის და მე მინდა გთხოვოთ პატიება თქვენ, ერთმანეთს მინდა ვთხოვოთ პატიება. მე მინდა პატიება გთხოვოთ, რომ ოდესღაც წავედი რუსეთში და ვიმღერე კონცერტი, პატიება გთხოვოთ იმისთვის, რომ ოდესღაც ვუჭერდი მხარს პარტიას, რომელიც ანგრევდა საქართველოს და აგრძელებს ამის კეთებას", - თქვა რაჭველიშვილმა.

XS
SM
MD
LG