Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან აქციის დაშლის დროს დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა


საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა "ნიუ ჰოსპიტალის" კლინიკურმა დირექტორმა, გიორგი კორძახიამ. მისი ინფორმაციით, ჰოსპიტალში მიყვანილი 24 პაციენტიდან ოთხს ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს.

რუსთაველის გამზირზე დაშავებულები იმყოფებიან რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ალადაშვილის და ინგოროყვას სახელობის კლინიკებშიც.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციული დირექტორის ნინო ქოჩორაშვილის ინფორმაციით, მათ კლინიკაში მოათავსეს 46 დაშავებული, მათგან 35 უკვე გაწერეს. საავადმყოფოში დარჩენილი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ნინო ქოჩორაშვილის ცნობით, მათ დაზიანებები აქვთ ქვედა კიდურების მიდამოებსა და სახის არეში. ორ პაციენტს დაზიანებული აქვს მუცლის ღრუ.

ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი ადამიანი დაშავდა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლისას.

XS
SM
MD
LG