Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი იყო ვერეს ხეობა წყალდიდობისას და როგორია დღეს

ოთხი წელი სრულდება მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან, რომელსაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2015 წლის 13 ივნისს გვიან ღამით დაწყებული ძლიერი და ხანგრძლივი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ დაანგრია საცხოვრებელი სახლები, თბილისის ზოოპარკი, ვაკისა და საბურთალოს დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი და პარკი „მზიური“.

უსახლკაროდ დარჩა 200-ზე მეტი ოჯახი. სტიქიისგან მიყენებულიზიანის აღმოსაფხვრელად 90 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ავტომაგისტრალზემოძრაობის აღდგენა კი მხოლოდ 2016 წლისთვის მოხერხდა.

ფოტოებზე აღბეჭდილია სტიქიის ზემოქმედების ერთ-ერთი მონაკვეთი ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზიდან „მზიურის“ პარკამდე. აქვე ნახავთ იმავე ადგილების დღევანდელ ფოტოებს.

მიუხედავად ქალაქის ხელისუფლების დაპირებისა, რომვერეს ხეობას რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭებოდა, რაც გამორიცხავდა მის ტერიტორიაზე მსხვილ განაშენიანებას, ხეობაში დღემდე არ შემწყდარა მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG