Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომპეო: გამოვხატე იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს


11 ივნისს ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მამუკა ბახტაძესთან საუბრის ერთ-ერთი თემა ანაკლიის პორტიც იყო.

„იმედი მაქვს, რომ საქართველო დაასრულებს (ანაკლიის) პორტის პროექტს“, - განაცხადა მაიკ პომპეომ. მისივე თქმით, ეს პროექტი დაეხმარება საქართველოს განავითაროს ურთიერთობები თავისუფალ ეკონომიკებთან და არ მოექცეს რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ქვეშ, რომლებიც თავს საქართველოს მეგობრებად წარმოაჩენენ, თუმცა, არ გამოხატავენ საქართველოს ინტერესებს.

მაიკ პომპეოს შეხვედრა მამუკა ბახტაძესთან საქართველოს სტარტეგიული პარტნიორობის კომისიის საიუბილეო სხდომის ფარგლებში გაიმართა. საქართველომ და აშშ-მა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ხელი 10 წლის წინ, 2009 წლის იანვარში მოაწერეს.

XS
SM
MD
LG