Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ლომჯარია ხორავას საქმეზე: გამოძიებამ სამოხელეო დანაშაული უნდა გამოიძიოს


სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ძალიან ბევრი პასუხგაუცემებლი კითხვა რჩება. სწორედ ამიტომ, მიიჩნევს ნინო ლომჯარია, დღის წესრიგში უნდა დადგეს სამოხელეო დანაშაულის კუთხით გამოძიების დაწყება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ და მიხეილ კალანდიას დღევანდელმა დაკავებამ ცხადყო: გამოძიება აღიარებს, რომ თავდაპირველ გამოძიებაში ნამდვილად იყო დაშვებული შეცდომები და ბრალი არასწორად იყო წარდგენილი. სამწუხაროა, რომ პროკურატურა, მხოლოდ შიდა მოკვლევას აწარმოებს ამ საქმეზე, რაც ნამდვილად არ არის ეფექტური და ადეკვატური პასუხი იმ პროცესებზე, რაც მოხდა. მნიშნველოვანია, რომ დაიწყოს გამოძიება, ვინაიდან ეს განვითარებული მოვლენები უკვე არის დადასტურება და აღიარება იმისა, რომ გამოძიება იყო არაეფექტური და სულ მცირე ადგილი ჰქონდა სამსახურეობრივ გულგრილობას, ან მიზანმიმართულ გადაწყვეტილებებს“, - უთხრა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ.

4 ივნისს სამართალდამცავებმა დააკავეს მიხეილ კალანდია. შსს-ს ინფორმაციით, ის დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

XS
SM
MD
LG