Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია: არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება


ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, ტელეარხ "რუსთავი ორთან" საუბარში აცხადებს, რომ "წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება" არ შეიძლება არჩევნების შედეგებთან მიმართებით. მელიას თქმით, ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსის ნათქვამი, „გამოვალ ხვალ და რევოლუციას დავიწყებ“, სასოწარკვეთაში აგდებს ამომრჩეველს.

„ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ თუ ეს [გამარჯვება] თუ არ იქნება, გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას. არ იწყება ეს რევოლუცია და უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩევლებს. არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება“, — განაცხადა მელიამ 19 მაისს რუსთავი2-ის გადაცემა „კვირის აქცენტების“ ეთერში.

გადაცემის წამყვანების შეკითხვას, თუ კონკრეტულად ვის გულისხმობს, მელიამ უპასუხა, რომ ამას "მიმხვედრი მიხვდება". მელიას თქმით, საჭიროა მტკიცებულებების წარმოდგენა გაყალბების თაობაზე.

მანამდე ზუგდიდის მერობის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვა. "თუ ისინი [მმართველი პარტია] გამოაცხადებენ პირველ ტურს მოგებულს, მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს“ - განაცხადა რულოვსმა.

XS
SM
MD
LG