Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წელს საოკუპაციო ხაზთან საქართველოს 32 მოქალაქე დააკავეს


2019 წლის დასაწყისიდან ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს საქართველოს 32 მოქალაქე, რომლებიც ცხინვალის იზოლატორში მოხვდნენ. მათ შორის, 23 აპრილს დაკავებული ნიქოზის მცხოვრებნიც.

ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძეც, რომელიც გორში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრაზე მსჯელობენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის ფორმატით განსახილველ საკითხებსა და საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებზე..

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 2018 წელს რეგისტრირებულია უკანონო დაკავების 100 ფაქტი, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 28.

XS
SM
MD
LG