Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TI: 51% თვლის, რომ კორუფციის შემთხვევებზე გამოძიება სათანადოდ არ ხდება


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 51% თვლის, რომ კორუფციის შემთხვევებზე გამოძიება სათანადოდ არ ხდება, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება.

გამოკითხულთა 33% თვლის, რომ ნაწილობრივ გავრცელებულია/ნაწილობრივ არა - საჯარო მოხელეების მიერ თავიანთი თანამდებობის ბოროტად გამოყენება (პირადი მიზნებისთვის); ხოლო 22% ამბობს, რომ უფრო გავრცელებულია, ვიდრე არა.

გამოკითხულთა უმრავლესობა (98%) ამბობს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში, ფულადი ან არაფულადი ქრთამის გადახდის მოთხოვნის შემთხვევა არ ჰქონია.

ხოლო გამოკითხულთა მხოლოდ 1% ამბობს, რომ მათ ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს.

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) ჩაატარა.

კვლევა 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდშია ჩატარებული. ქვეყნის მასშტაბით სულ გამოიკითხა 2 087 ადამიანი.

XS
SM
MD
LG