Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TI: პროფესიონალიზმი არ არის საჯარო სამსახურში დასაქმების მთავარი კრიტერიუმი


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, პროფესიონალიზმი არ არის საჯარო სამსახურში დასაქმების მთავარი კრიტერიუმი.

პროფესიონალიზმს დასაქმებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად მხოლოდ 19% ასახელებს.

რესპონდენტთა ყველაზე დიდი ნაწილი (31%) თვლის, რომ დასაქმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი - ნაცნობობაა, ხოლო 28% განათლებას ასახელებს.

ნუსხაში მათ მოსდევს შრომისმოყვარეობა და ნიჭი, 5-5%-ით.

კორუფციის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. ქვეყნის მასშტაბით სულ გამოიკითხა 2 087 ადამიანი.

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) ჩაატარა.

XS
SM
MD
LG