რუსეთის გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ ცნობით, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი კინორეჟისორი, გიორგი დანელია. გაზეთი ეყრდნობა დანელიას ოჯახისაგან მიღებულ ინფორმაციას.
თებერვალში დანელია მოსკოვის საავადმყოფოში მოათავსეს ფილტვების ანთებით. სუნთქვის სტაბილიზაციისათვის ის ხელოვნურ კომაში ჩააგდეს.
დანელია თბილისში დაიბადა 1930 წლის 25 აგვისტოს, მაგრამ სულ ერთი წლის იყო, როცა ოჯახი მოსკოვში გადასახლდა. 50-იან წლებში დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი, ხოლო 1959 წელს უმაღლესი სარეჟისორო კურსი „მოსფილმში“, მიხეილ კალატოზოვის კლასში.
გიორგი დანელიას ყველაზე პოპულარულ ფილმებს შორის არის „არ დაიდარდო!“, "აფონია“, „მიმინო“.
გიორგი დანელია ასევე ავტორია ავტობიოგრაფიული წიგნისა „უბილეთო მგზავრი“, რომლის შესავალში რეჟისორი წერს:
„როცა „მოსფილმის“ სამხატვრო საბჭოს ვაბარებდი „არ დაიდარდოს“, დამავალეს დაემეწერა, რომ მოქმედება ხდება გასულ საუკუნეში. რატომ? ეს ხომ ისედაც აშკარაა, შევეპასუხე მე. საზღთვარგარეთისთვის, იქ ვერ გაიგებენო, მიპასუხეს.
ასეთი ტიტრის დაწერა არ მინდოდა. ამიტომ დავიყოლიე მიხეილ რომი, რომლის ხმა ძალიან მომწონდა, ეთქვა ეს ფრაზა კადრსმიღმა.
„ეს იყო გასული საუკუნის მიწურულს კრამიტით დახურულ პატარა ქალაქში. შესაძლოა, არც იყო... არა, ალბათ, უფრო იყო.., დიახ, ნადვილად იყო“, - ისიმის კადრსმიღმა ჩემი მასწავლებლის ხმა ფილმის დასაწყისში. ვისარგებლებ ამ ფრაზით: „რაც დაწერილია ამ წიგნში, თავს გადამხდა გასულ საუკუნეში. იქნება და არც არფერი ყოფილა...“