Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ დიცში საქართველოს მოქალაქე დააკავეს


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის განაპირას, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 21 წლის გივი ბერუაშვილი დააკავეს. როგორც დიცში აცხადებენ, ბერუაშვილი საკუთარ მიწის ნაკვეთში მუშაობდა. საოკუპაციო ძალები მას ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებას უყენებენ. აღნიშნული ინფორმაცია უკვე დაადასტურეს გორის მერიაში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით. სოფელ დიცის ნაკვეთების ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება.

XS
SM
MD
LG