Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო აქტივისტები ხურვალეთში შესვლას ითხოვენ


სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმა წუხელ ღამე ხურვალეთთან გაატარა. ისინი ითხოვენ სოფელში შესვლას და პირადად ნახვას იმ ადგილებისა, სადაც გავრცელებული ცნობით 15 მარტს რამდენიმე ნიღბიანი რუსი სამხედრო იყო შესული.

როგორც მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ აქტივისტმა დავით ქაცარავამ უთხრა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“, ძალოვან სტრუქტურებთან გუშინ გვიან ღამით შედგა კომუნიკაცია და შეთანხმდნენ, რომ სოფელში შესვლის საშუალებას ნაცვლად 16 მარტის 8 საათისა, 12 საათისთვის მისცემდნენ.

როგორც დავით ქაცარავა ამბობს, აქტივისტების მიზანია საკუთარი თვალით ნახონ, რომ რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია დატოვეს.

„ინტერპრესნიუსის“ თანახმად, ამ წუთებში ხურვალეთთან , ქართული პოლიციის საგუშაგოსთან იკრიბებიან ის ადამიანები, რომლებიც ოკუპაციას აპროტესტებენ.

XS
SM
MD
LG