Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრივილეგირებული ბიზნესმენის იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა - გახარია ხაზარაძეს პასუხობს


"ყველას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე", - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. რომლის თქმითაც გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.

„ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების. მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ვეუბნები, პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. საჯარო პოლიტიკიდან შანტაჟის ენით საუბარი უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟით ენის საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრი მზადაა „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტშიც მივიდეს.

„რაც შეეხება პარლამენტში მისვლას, არაერთხელ მივსულვარ. ამ საქმესთან დაკავშირებითაც დიდი სიამოვნებით მივალ. - განაცხადა გიორგი გახარიამ

XS
SM
MD
LG