Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე: გამოძიება ურტყამს ანაკლიის პორტის ხელშეკრულების გაფორმებას


მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე

”ეს დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მიერ და იმ ინფორმაციის გაჟონვები, რომელიც გუგლში და უამრავ საერთაშორისო პრესაში მოხვდა, თითქოს მე და ბადრის გვაქვს რაღაცა კავშირები დანაშაულთან, პირდაპირ ურტყამს იმ ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას,“-განაცხადა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის მშენებლობას და რუსეთის ინტერესებს ამ მშენებლობაში.

„სიტუაცია გვაქვს შემდეგი-თქვენ იცით, რომ ხუთი წელი, ბოლო ხუთი წელი მიმდინარეობს მოლაპარაკება საფინანსო ინსტიტუტებთან და პრაქტიკულად რამდენიმე კვირის წინათ ყველა საფინანსო ინსტიტუტმა დაამთავრა პროექტის ყველა ასპექტის შესწავლა. ჩვენ მათთან ხელი მოვაწერეთ ერთი წლის წინათ, სწორედ ამ დროს და ჩვენ ველოდებით ფინანსურ დახურვას, რომელიც არის საკმაოდ რთული პროცესი, მაისი-ივნისის თვეში,“-აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ და ეჭვი გამოთქვა, რომ გამოძიების დაწყება ფულის გათეთრების საქმეზე სწორედ ამ ხელშეკრულების გაფორმების ჩაშლისკენაა მიმართული:

„თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომელიც საფინანსო ინსტიტუტი მოაწერს ხელს მთავარ, ერთ-ერთ მთავარ ინვესტორთან და თავმჯდომარესთან კომპანიის, რომელთანაც პარალელურად იხსნება ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული არარსებული საქმე. ამის მეტ კომენტარს მე არ გავაკეთებ,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პრესკონფერენციაზე, რომელიც მან თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ბადრი ჯაფარიძესთან ერთად მოაწყო.

პრესკონფერენციაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო მათ მხარში უდგათ:“აი,ცოტა ეს მაშფოთებს, ეს მომენტი, რომ ერთის მხრივ, შეფერხება ამ პროექტთან მიმართებაში არა გვაქვს და მეორეს მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს ესეთ სახალხო განცხადებას, როდესაც გამოძიება დამთავრებულიც არ არის და სასამართლო დანიშნულიც არ არის ეროვნული ბანკის“.- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

XS
SM
MD
LG