Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: ურბანული ქაოსი დასრულდება


სამართლებრივ დონეზე აიკრძალება K2 კოეფიციენტით მანიპულაციები, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე.

ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ თბილისში მაღალსართულიანი სახლების მშენებლობა აიკრძალება.

კალაძის თქმით, თავის გუნდთან ერთად, ის მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდებოდა K2 კოეფიციენტის მატების ინსტრუმენტს, თუმცა წლების განმავლობაში პროცესი „ზვავის პრინციპით“ იყო აგორებული და ურბანულ ქაოსს მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილება შეაჩერებდა.

“გადავწყვიტეთ, სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ K2 კოეფიციენტით მანიპულაციები. როგორი ინოვაციური და მასშტაბური პროექტებიც არ უნდა განვახორციელოთ მომავალში, იქნება ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზება თუ გარემოზე ზრუნვა, ყველაფერი გაუფერულდებოდა, თუ ამის პარალელურად ხელშეუხებლად დარჩებოდა წლების განმავლობაში მიმდინარე ურბანული ქაოსი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან თბილისელებს მიულოცა მიღებული გადაწყვეტილება და მადლობა გადაუხადა დარგის სპეციალისტებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ გადაწყვეტილებისთვის მზადების პროცესში. მერმა მადლობა გადაუხადა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებსაც.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება, ერთი შეხედვით, არ არის მომგებიანი სამშენებლო სექტორისთვის, სინამდვილეში, არსებული ურბანული ქაოსი მათ ბიზნესსაც აზარალებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

XS
SM
MD
LG