Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იმყოფება მიუნხენში, სადაც დღეს იწყება უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი 55-ე საერთაშორისო კონფერენცია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვა რამდენიმე თემატურ დისკუსიაზე, რომელიც ეხება აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობას და ნატოს. მიუნხენში იმყოფებიან საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები დავით ზალკალიანი და ლევან იზორია.

ტრადიციულ საერთაშორისო კონფერენციაში წელს მონაწილეობს მსოფლიოს 35 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური, 80 ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები და უსაფრთხოების პოლიტიკის 600-მდე ექსპერტი.

კონფერენციის დაწყებამდე გამოქვეყნდა მისი ხელმძღვანელის, ვოლფგანფ იშინგერის მოხსენება, რომლის შესავალ ნაწილში ნათქვამია, რომ დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებში არა მხოლოდ კრიზისია, არამედ წარმოიშვა გაცილებით ფუნდამენტური პრობლემა და ხდება საერთაშორისო წესრიგის ძირითადი ელემენტების არევა.

მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ხელმძღვნელი აღნიშნავს, რომ იწყება აშშ-ს, რუსეთს და ჩინეთს შორის მეტოქეობის ახალი ერა, სადაც ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის მხრივ ლიდერობის ვაკუუმია. ვოლფგანგ იშინგერის შეფასებით, ამ მეტოქეობისთვის ევროკავშირი ცუდადაა მომზადებული.

XS
SM
MD
LG