Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით რუკების შედგენა-გავრცელება დაისჯება


საქართველოს პარლამენტი აპირებს სისხლის სამართლის დანაშაულად გამოაცხადის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკის, ან მისი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, გავრცელება, რეკლამირება, რეალიზაცია, საქართველოში შემოტანა, ან გატანა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს უნდა დაემატოს 343-ე პრიმა მუხლი და მსგავსი ქმედება დაისაჯოს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან სულ მცირე 2000 ლარის ჯარიმით.

ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი სესიაშვილი და ოთარ ჩრდილელი. ისინი კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით და აღიარებულია მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, თუმცა, ბოლო პერიოდში იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელების შემთხვევები.

XS
SM
MD
LG