Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 წელი განათლების სისტემის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისთვის


უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ხედვა წარმოადგინა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.ქართულ უნივერსიტეტში ევროპული სტანდარტები 2 წლის განმავლობაში უნდა დაინერგოს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამები და კვლევითი კომპონენტი ევროპულ სტანდარტს ვერ პასუხობს. ასევე დაბალია საგრანტო რესურსების ათვისების მაჩვენებელი, ისევე როგორც, კვლევების ინტერნაციონალიზაციის ხარისხი. პრობლემად რჩება კვალიფიკაციებისა და დიპლომების უცხოეთში აღიარების საკითხიც.

„ჩვენმა სტუდენტებმა უნდა ისარგებლონ ყველა იმ პრივილეგიით, რაც ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს გააჩნია. საქართველო რამდენიმე წელიწადში უნდა ვიხილოთ ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ახალი სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოში „უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპების” დანერგვის ხელშეწყობას და „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელში“ (ENQA) გაწევრიანებას.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი ENQA-ში შესაძლოა უკვე მარტში გაწევრიანდეს.ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ იგეგმება ცენტრის გაწევრიანება „ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული რეესტრში“ (EQAR) და „უმაღლესი განათლების აკრედიტაციის ევროპული კონსორციუმში“ (ECA), რაც უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული დიპლომების უპირობო აღიარებას ევროპაში და საერთაშორისო კვლევებში ქართული უნივერისტეტების ჩართულობას წაახალისებს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG