Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ჭიჭინაძე:  შსს-მ თუ გამოძიება დაიწყო, ესე იგი ჩანაწერი არსებობს


დავით ჭიჭინაძე
დავით ჭიჭინაძე

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ რამდენიმე ლიდერის მიერ გამოთქმულ სკეპტიკურ მოსაზრებას გამოეხმაურა დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის შესაძლო გავრცელების შესახებ. ქართული ოცნების დეპუტატები ეჭვობენ, რომ ჩანაწერები შესაძლოა არც კი გავრცელებულა, რადგან იგი არავის უნახავს, რაზეც დავით ჭიჭინაძე ამბობს:"ალოგიკურ განცხადებებს აკეთებენ, საერთოდ ზოგადად საოცარი ხალხია. შსს-მ თუ გამოძიება დაიწყო, როგორ ფიქრობთ, აქედან გამომდინარე ჩანაწერი არსებობს ხომ? გუშინ გადავეცი ეს მასალები. რაც კი წინა მოკვლევის სამუშაოები იყო ჩასატარებელი, ყველაფერი ჩაატარეს ტელეფონებთანაც და ჩემი ოჯახის წევრებთანაც. იმას კი ნუ ამბობენ, რომ არ არსებობს, სჯობია იმაზე გასცენ პასუხი, რატომ ხდება ეს?" - კითხულობს დავით ჭიჭინაძე. იგი ამბობს, რომ ვიდეოჩანაწერი ფეისბუკის ჯგუფში ჩააგდეს და მომხმარებლებმა თავად წაშალეს, რადგან საზოგადოება გაიზარდა.

28 იანვარს, პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ სოციალური ქსელებით გავრცელდა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი. გვიან ღამით ჭიჭინაძე და მისი ოჯახის წევრი სამართალდამცავებმა გამოჰკითხეს.

XS
SM
MD
LG