Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი სისტემური პრობლემაა 


სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ადამიანების დაშანტაჟება საქართველოში სისტემურ პრობლემად იქცა და საზოგადოება არ არის სათანადოდ ინფორმირებული მიმდინარე გამოძიებების თაობაზე. ომბუდსმენის მიერ 29 იანვარს გამოქვეყნებული განცხადება უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის სავარაუდო გავრცელებას შეეხება.

„პოლიტიკოს ქალზე კიდევ ერთი თავდასხმა, დისკრედიტაციის მცდელობა და სისტემური იარაღი ქალების წინააღმდეგ. ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ სახელმწიფოში ქალ საჯარო პირებს მოღვაწეობა უწევთ. შანტაჟი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით იქცა სისტემურ პრობლემად, ამის საპასუხოდ კი მხოლოდ მიმდინარე გამოძიებები გვაქვს, რომლის შესახებაც საზოგადოება სათანადო ინფორმაციასაც ვერ იღებს“, - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

ნინო ლომჯარია თვლის, რომ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ეს დანაშაული გენდერულად არის მოტივირებული და „მიმართულია ძირითადად ქალი პოლიტიკოსებისკენ“. „შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ ხაზი გაუსვას დანაშაულის დისკრიმინაციულ მოტივს, რათა სათანადო პასუხი გაეცეს ამგვარი დანაშაულის ჩამდენ პირებს, და მომავალში, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება პოლიტიკურ სისტემაში ქალთა დისკრიმინაციისა და ჩაგვრის იარაღი არ გახდეს“, - მიიჩნევს ომბუდსმენი.

XS
SM
MD
LG