Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილები რჩება


აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების პირველ სამეულშია სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ინფლაცია.

შეკითხვას, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, 51%-მა უპასუხა, რომ სამუშაო ადგილები, 38%-მა სიღარიბე დაასახელა და 37%-მა ფასების ზრდა. გამოკითხულთა 27%-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია ტერიტორიული მთლიანობა, 25%-ისთვის პენსია და 18%-ისთვის ხელფასი.

NDI განმარტავს, რომ ეროვნული მნიშვნელობის საკითხთა პირველი ექვსეული უცვლელია 2009 წლის შემდეგ. NDI-ის დაკვეთით გამოკითხვა 6-20 დეკემბერს ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა. გამოიკითხა 2205 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,1%-ია.

XS
SM
MD
LG