Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-ს დაკვეთით გამოკითხულთა უმეტესობისთვის საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება


აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა(NDI) გამოაქვეყნა მისი დაკვეთით ჩატარებული კვლევა „საზოგადოების განწყობა საქართველოში.“ გამოკითხულთა უმეტესობის შეფასებით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. კერძოდ, შეკითხვას, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, 29%-მა უპასუხა, რომ სწორი მიმართულებით, 30%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება, ხოლო 38% ფიქრობს, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება.

NDI-ის დაკვეთით გამოკითხვა 6-20 დეკემბერს ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა. გამოიკითხა 2205 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,1%-ია.

XS
SM
MD
LG