რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „მხარდაჭერა გამოუცხადა“ სატელეფონო საუბრისას თავის ვენესუელელ კოლეგას, ნიკოლას მადუროს მას მერე, რაც ამ ქვეყნის ოპოზიციის ლიდერმა თავი გამოაცხადა ქვეყანაში გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტად. მოსკოვმა 24 იანვარს დაგმო უცხოეთის სახელმწიფოთა მხრიდან ხუან გუაიდოს მხარდაჭერა, რომელმაც თავი გამოაცხადა გარდამავალ პრეზიდენტად წინა დღით, როცა ათეულ ათასობით ადამიანი გავიდა ვენესუელის ქალაქების ქუჩებში მადუროს წინააღმდეგ და მას ბრალად დასდო „ხელისუფლების უზურპაცია“. პუტინმა მადუროსთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ ვენესუელა განიცდის „დესტრუქციულ, უცხოეთიდან ჩარევას“, რაც წარმოადგენს საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევას. თვითონ მადურომ აშშ-ს ბრალი დასდო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. მადურო, რომლის უფლებამოსილებას არ აღიარებს პარლამენტი და ზოგიერთი უცხოური სახელმწიფო, მათ შორის აშშ, მადლობას უხდის რუსეთს მხარდაჭერისთვის მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დროს ქვეყანაში. აშშ-მა, რომელიც მადუროს ოპონენტს, ეროვნული ასამბლეის მეთაურს, ხუან გუაიდოს მიიჩნევს ლეგიტიმურ, დროებით პრეზიდენტად, გამოაცხადა, რომ აპირებს მადუროს შეუწყვიტოს ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავალი, ვენესუელის ექსპორტის მთავარი მოგება. ამის შესახებ გამოაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნულ საკითხებში, ჯონ ბოლტონმა, მაგრამ არ დაუზუსტებია, როგორ აპირებს ამის განხორციელებას აშშ. აშშ ასევე აპირებს მის მიერ აღიარებულ ხელისუფლებას გუაიდოს მეთაურობით 20 მილიონი დოლარი გამოუყოს. აშშ-ის გარდა გუაიდო დროებით პრეზიდენტად კანადამ და სამხრეთი ამერიკის სხვა ქვეყნებმა, ასევე ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფომ, სხვათა შორის საქართველომაც აღიარეს. გუაიდომ განაცხადა ტელეინტერვიუში, რომ მადუროს და მის ახლობლებს ამნისტიას შესთავაზებს, თუ ისინი ნებაყოფლობით იტყვიან უარს ხელისუფლებაზე. უმაღლესმა გენერალიტეტმა თავდაცვის მინისტრის მეთაურობით მხარდაჭერა გამოუცხადა მადუროს. მადუროს მხარდაჭერას უცხადებენ უცხოეთის ქვეყნები, რუსეთთან ერთად, ჩინეთი, ირანი, სირია, კუბა და თურქეთი. მადურომ 2013 წელს შეცვალა ჰუგო ჩავესი, რომელიც გარდაიცვალა. მან ფიცი დადო ორი კვირის წინ მეორე ვადით 2018 წელს არჩევნებზე დაყრდნობით. ეს არჩევნები, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა, გამოირჩეოდა დარღვევებით. მადუროს აკრიტიკებენ ადამიანის უფლებების დარღვევების და ვენესუელის ეკონომიკის მართვის წესის გამო.
ყველაზე პოპულარული
1