Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ვიდეო კომენტარები

მერიამ ვაკის პარკში მშენებლობის ნებართვის მქონე კომპანიასთან შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწია


„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მწვანე სივრცეში, რომელიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, არ განხორციელდეს მშენებლობა“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მისი განმარტებით სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორი მერიის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს არ დათანხმდა, კიდევ ერთი შეხვედრა ამავე საკითხზე კი რამდენიმე დღეში გაიმართება. 21 იანვარს ვაკის პარკის მხარდამჭერმა საზოგადოებამ თბილისის მერს თხოვნით მიმართა, მისი დასწრებით გაიმართოს საჯარო შეხვედრა, რომელზეც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ახალ ნებართვაზე უარის სამართლებრივი არგუმენტები შეჯერდება.

XS
SM
MD
LG