Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია: უმრავლესობაში დარჩენა-არ დარჩენა მოსამართლეთა სიაზე იქნება დამოკიდებული


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

უმრავლესობაში დარჩენის საკითხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„მე არ ვიქნები იმ უმრავლესობის წევრი, რომელიც ხმას მისცემს იმ მოსამართლეებს, რომლებიც არიან დაკავშირებული სააკაშვილის ძალადობრივ სისტემასთან. ეს არის ჩემი მკაფიო პოზიცია, ეს არის ჩემი მყარი ხედვა. მე გავაგრძელებ, ყველა ჩემი პოლიტიკური თუ პროფესიული შესაძლებლობით, ბრძოლას იმისთვის, რომ ამ ქვეყანას, როდესაც ჩვენ უკვე აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში, კიდევ ბევრი წლის შემდეგ დავუტოვოთ გამართული, ჯანსაღი, დამოუკიდებელი სასამართლო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

XS
SM
MD
LG