Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ღორის გრიპის" გამო აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტა


ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარზე კარანტინი გამოაცხადა. მიზეზი საქართველოში გრიპის ვირუსის, H1N1-ის, გავრცელებაა. ენგურის ხიდზე გადაადგილება შეიზღუდა. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების სამსახურის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „საზღვრის“ ორივე მიმართულებით გადაკვეთა ორი თვით შეიზღუდა. გალელების ცნობით, ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოძრავი ამბულატორია მორიგეობს და მგზავრებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უსვამენ, მაგალითად, აქვს თუ არა გრიპი, სიცხე და ა.შ. სხვა სახის შემოწმება არ ხდება.

XS
SM
MD
LG