Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ კალანდია პროკურატურაში დაიბარეს


ხორავას ქუჩაზე მოზარდთა მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მიხეილ კალანდია მთავარ პროკურატურაში იმყოფებოდა.

საგამოძიებო უწყებაში იგი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში დაიბარეს. მიხეილ კალანდია საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა.

ადვოკატის განმარტებით, მიხეილ კალანდია პროკურატურაში მისი მომდევნო სასამართლო პროცესზე დაკითხვასთან დაკავშირებით იმყოფებოდა. მიხეილ კალანდიამ პროკურატურაში 2 საათი დაჰყო.

XS
SM
MD
LG