Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შშმ პირი დააკავეს


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მცხოვრები ოთარ სამნიაშვილი დააკავეს. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ მიაწოდა. მისი თქმით ერთ-ერთმა მოხუცმა საკუთარი თვალით ნახა როგორ გადაადგილდებოდა სამნიაშვილი სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დროს სამხედრო მანქანით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ, ის ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. სალიას თქმით სამნიაშვილი შშმ პირია, (ვერ მეტყველებს) და დედაც ავადმყოფი ჰყავს. ხურვალეთელებმა ინფორმაცია სამართალდამცავებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უკვე მიაწოდეს.

XS
SM
MD
LG