Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გენოციდად აღიარა 1932-33 წლების შიმშილობა უკრაინაში


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინის ხალხის გენოციდად აღიარებს 1932-33 წლების შიმშილობას, „ჰოლოდომორს“. ამის შესახებ იუწყება ვაშინგტონში უკრაინის საელჩო. სენატმა ჯერ კიდევ 3 ოქტომბერს მიიღო ასეთი შინაარსის რეზოლუცია.

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში მიღებული რეზოლუციით, საბჭოთა დიქტატორი იოზეფ სტალინი და კომპარტიის ხელმძღვანელობა იყვნენ დამნაშავე უკრაინელების გენოციდის ორგანიზებაში. დოკუმენტში ასევე დაგმობილია უკრაინელთა თვითგამორკვევის უფლებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა.

უკრაინის პრეზიდენტი პიოტრ პოროშენკო ტვიტერით გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენების გადაწყვეტილებას. მან რეზოლუციას უწოდა „ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც უკრაინელები ათწლეულები ელოდნენ“.

უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო გენოციდთან „ჰოლოდომორის“ გაიგივება. სამინისტრომ ნოემბრის ბოლოს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ჰოლოდომორი“ იყო „ საბჭოთა კავშირის ხალხთა საერთო ტრაგედია“, რადგან 30-იან წლებში შიმშილობის შედეგად მძიმედ დაზარალდა რუსეთისა და ყაზახეთის მოსახლეობის ნაწილიც.

XS
SM
MD
LG