Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ტენდენციებს გამოყოფენ მე-2 ტურზე დამკვირვებლები ამ დროისთვის


ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა მთავარი ტენდენციაა, რომელიც ამ დროისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას, უბნების გახსნიდან ამ დრომდე გამოვლინდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლები ესაუბრნენ.

საიას თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, ამომრჩევლები კაბინაში შედიან, ღია ბიულეტენით გამოდიან და კონკრეტულ დამკვირვებლებს აჩვენებენ. სალაძის თქმით, 8 ასეთი შემთხვევა იყო გურჯაანში, ახმეტაში, ახალქალაქში, ზუგდიდში:

“ეს არის ცალსახა პრობლემა - ჩვენ გუშინ უკვე გვქონდა ინფორმაცია, რომ ეს ტენდენცია იქნებოდა.”

ამავე პრობლემას გამოყოფს ISFED-ის დირექტორი, მიხეილ ბენიძე. მისი თქმით, გურჯაანის 26-ე უბანზე ქართული ოცნების წარმომადგენლები, საარჩევნო კაბინიდან გამოსულ მოქალაქეს უმოწმებენ, რომელი კანდიდატი აქვს შემოხაზული და ასეთ ფაქტები იყო სხვა უბნებზეც.

ტექნიკური დარღვევები უბნებზე

კიდევ ერთი ტენდენცია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები გამოყოფენ საარჩევნო უბნების გახსნა-მოწყობის პროცესში წილისყრის დარღვევებია. სულხან სალაძე ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ახალქალაქსა და გარდაბანში ტექნიკურ დარღვევებზე მიუთითებს, სადაც, მაგალითად, ზოგიერთ უბანზე კომისიის წევრები დაგვიანებით გამოცხადდნენ.

XS
SM
MD
LG