Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანა კაკაბაძე ადასტურებს, რომ თბილისიდან რეგიონებში ამომრჩევლები გადაჰყავთ


ნანა კაკაბაძე
ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე, „მოძრაობა – არა ნაციზმის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ადასტურებს, რომ ორგანიზებას უკეთებს თბილისიდან რეგიონებში ამომრჩევლების ტრანსპორტირებას.

„დიახ, ჩვენ შევძელით ათასობით ადამიანის, თუ ათიათასობითის არა, ერთმანეთთან დაკავშირება. შევძელით ის, რომ ხალხი ერთმანეთს დაეხმარა და ერთმანეთი მიიყვანეს იქ, სადაც ხმა უნდა მიეცათ. ჩვენ დარეგისტრირებული გვყავდა 10 ათას კაცამდე, მაგრამ გაცილებით მეტი წავიდა, დაახლოებთი 2-3-ჯერ მეტი მაინც. გუშინაც გავუშვით და დღესაც. ერთმანეთს ეხმარება ხალხი. ხელს უმართავს... 2012 წელსაც არ მახსოვს ასეთი ერთსულოვნება. ახლა იყო საოცარი მობილიზება“, - უთხრა ნანა კაკაბაძემ რადიო თავისუფლებას.

ნანა კაკაბაძის თქმით, მოძრაობამ "არა ნაციზმს" ტრანსპორტის მხოლოდ ნაწილი დაიქირავა.

რამდენი ადგილიდან გავიდა ავტობუსები და რამდენი ადამიანი შეკრიბეთ სულ?

ნ.კ: ჩვენ დარეგისტრირებული გვყავდა 10 000 კაცამდე, მაგრამ გაცილებით მეტი წავიდა, დაახლოებთი 2-3-ჯერ მეტი მაინც. გუშინაც გავუშვით და დღესაც. ერთმანეთს ეხმარება ხალხი. ხელს უმართავს...

ბენზინის ტალონებს ურიგებთ ამ ხალხს?

ნ.კ: ჯერ ერთი ბენზინის ტალონებს კი არა ყველაფერს დავურიგებდით, მაგრამ ხალხმა თვითონ მოიტანა ბენზინის ტალონები, მაგრამ ჩვენთვის არ მოუციათ... გუშინ ერთმა კაცმა მართლა მოიტანა ბენზინის ტალონები, ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი ვარო, ეს კაცი თვითონ ურიგებდა ხალხს ტალონებს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG