გაზრდილი ანტიდასავლური განწყობები და რადიკალური მემარჯვენე ჯგუფები ფეისბუკში
ბოლო სამი წლის განმავლობაში, შესამჩნევად გაიზარდა ანტიდასავლური და რადიკალური მემარჯვენე შინაარსის ფეისბუკგვერდები და მათი აუდტორია. ასეთი გვერდები, საერთო ჯამში, დააახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანს აქვს მოწონებული. „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ პროექტ „ACCESS“-ის მხარდაჭერით, „CRRC-საქართველო“-მ გამართა გამოკვლევის, „ანტიდასავლური დისკურსის ბარომეტრი“ პრეზენტაცია, რომელიც სოციალურ ქსელებში სწორედ ასეთი გვერდების შინაარსის თავისუბურებებს მიმოიხილავს. სულ 70-მდე ასეთი ფეისბუკგვერდი გაანალიზდა - მათ შორის, ქართული იდეა, ქართული ძალა, ახალგაზრდა პატრიოტები, ნაციონალისტური ლეგიონი, ეროვნული ერთობა, ქართველები საქართველოსთვის, კარდუ, საქართველოს სულიერი მისია და სხვები. რაზე წერენ ყველაზე ხშირად, როგორია მათი ტონი, რა სიტყვებს იყენებენ და რა დოზით პოსტავენ, ამ მონაცემების ნახვა შესაძლებელია „ანტიდასავლური პროპაგანდის ბარომეტრის“ ვებსაიტზეც http://awdb.ge:3838/.
ეპიზოდები
-
ნოემბერი 19, 2024
როგორ განვითარდა მოვლენები ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე?
-
ნოემბერი 13, 2024
23 საათი სასამართლო სხდომაზე
-
ნოემბერი 12, 2024
ელზა გურგენიძე „ზაოდზე“, ქმარზე და მარწყვის ტორტზე
-
ნოემბერი 12, 2024
როგორ გავხდი IRONMAN
-
ნოემბერი 11, 2024
როგორ იღებდა "ქართული ოცნების" კამერა კასპში უბანზე მისულ ამომრჩევლებს
-
ნოემბერი 08, 2024
როგორ დახურა ხუთწამიანმა ვიდეომ საარჩევნო უბანი