Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ დაუმძიმდა


თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის აპელაცია და უცვლელად დატოვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ეპიზოდზე.

საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, ბრალდება მოითხოვდა სააკაშვილისათვის სასჯელის დამძიმებას, რადგან პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე თავდასხმას ორგანიზებას უწევდა მიხეილ სააკაშვილი და ამის მოტივი გახლდათ პირადი შურისძიება.

ვალერი გელაშვილის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელი მიხეილ სააკაშვილისთვის არის მსუბუქი, ვინაიდან დანაშაული ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში. აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში ჩართული იყო სამართალდამცავი ორგანოების მთელი სისტემა, ფარული თვალთვალი, სპეცრაზმის თანამშრომლები და სწორედ ამის გამო, გავასაჩივრეთ და მოვითხოვეთ სასჯელის დამძიმება", - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

XS
SM
MD
LG