Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადა


კოპენჰაგენი
კოპენჰაგენი

დანიის სამეფომ საქართველო შეიტანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანიის იმიგრაციის სამსახურის, ეროვნული პოლიციის და ლტოლვილთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დანია შემჭიდროებულ ვადებში განიხილავს და არ დააკმაყოფილებს.საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ. სამინისტროს განცხადებით, დანიის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ დადებით გარემოს, პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას.

XS
SM
MD
LG