Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტიცია „უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს!“ - სწრაფად კრებს მომხრეებს


საახალწლო ნაძვის ხე პარლამენტის წინ. 20 დეკემბერი 2017 წ.
საახალწლო ნაძვის ხე პარლამენტის წინ. 20 დეკემბერი 2017 წ.

11 ნოემბერს, 14.00 საათისათვის, 5 ათას 332 ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას „უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს!“, რომლის ადრესატი საქართველოს მთავრობაა.

პეტიცია ვებ-საიტზე thepetitionsite.com აიტვაირთა 10 ნოემბერს ღამით, როცა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს პოლიციამ არ მისცა კარვების გაშლის საშუალება, რადგანაც თბილისის მერია ამ ადილზე, 7 დეკემბრიდან აპირებს ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის დადგმას.

„რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა, კარლო (კახა) კალაძემ, 16 წლის, სადისტურად მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს და სპეცრაზმის მიერ მოკლული 20 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს, რუსთაველის გამზირიდან პროტესტის გადატანა "სხვა" ადგილას მოსთხოვა, საახალწლო ნაძვის ხისა და საახალწლო განათებების დამონტაჟების "აუცილებლობის" მიზეზით. ჩვენ უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე, თუკი ხელისუფლება და თბილისის მთავრობა გვაიძულებს, არჩევანი გავაკეთოთ ადამიანის ფეხქვეშ გათელილ უფლებასა და ნაძვის ხეს შორის. ჩვენ ვირჩევთ ადამიანს, უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე!“ - ნათქვამია პეტიციაში.

სულ პეტიციის განსახილველად 10 ათასი ხელმოწერაა საჭირო.

XS
SM
MD
LG