Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, პარლამენტის წინ კვლავ დგას 16 კარავი


თბილისში, პარლამენტის წინ კვლავ დგას 16 კარავი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად დადგეს აქციის - "კარვებით ვიცავთ თავისუდლებას" ფარგლებში.

10 ნოემბერს პოლიციამ კარვის დადგმის საშუალება არ მისცა ზაზა სარალიძეს, რომელიც ფიზიკური დაპირისპირების დროს ცუდად გახდა.

ზაზა სარალიძემ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ღამე კარვებში გაატარეს.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ღამემ მშვიდად ჩაიარა.

"ჩვენ კანონს არ დავარღვევთ. ეს კარვები კანონის შესაბამისად დგას" - დასძინა მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომლის თქმითაც, აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე დამნაშავეები არ დაისჯებიან.

XS
SM
MD
LG