Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: პარლამენტის წინ იდგმება მთავარი ნაძვის ხე, ეს მე არ მომიფიქრებია


თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება ზაზა სარალიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ, მიუხედავად ქალაქის მერიის მოთხოვნისა, აქციის მონაწილეები არ აპირებენ დატოვონ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.

კახა კალაძე: „მერიას უკვე დაწყებული აქვს მზადება საახალწლო ღონისძიებებისთვის. პარლამენტის წინ იდგმება მთავარი ნაძვის ხე. ეს მე არ მომიფიქრებია. ეს არის ტრადიცია, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება. მათ მომართეს მერიას, ჰქონდათ სურვილი, რომ დეკემბრის ბოლომდე გაეგრძელებინათ აქცია. ჩვენც, კანონის თანახმად, განვუმარტეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია ემზადება საახალწლო ღონიძიებებისთვის. ერთმანეთს ხელი რომ არ შევუშალოთ, მათ აქვთ შესაძლებლობა ნახონ სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები. მათ მიეცემათ ამის უფლება."

კახა კალაძის განმარტებით, თუ აქციის მონაწილეები მიმდებარე ტერიტორიას არ დატოვებენ, მერია კანონის ძალით იმოქმედებს. „კანონი არის ძალიან მარტივი გამოსავალი ამ შემთხვევაში“, - განაცხადა მერმა.

XS
SM
MD
LG