საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, არაერთხლ გაკეთდა განცხადება, რომ სამედიცინო მიზნებით კანაფის კულტივაციის საკითხის განხილვა გადადებულია განუსაზღვრელი ვადით.
„არც გუშინდელ კომიტეტის სხდომებზე და არც დღეს ეს არ განიხილება. რაც შეეხება კანონპროექტის გაწვევას, გასაგებია, ოთხმა დპუტატმა ეს საკითხი წამოაყენა, მაგრამ გაწვევას აქვს თავისი პროცედურები და ეს კარგად იციან მათაც და მთავრობის წევრებმაც“ - განუცხადა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა. მისი განმარტებით, კანონპროექტის ავტორია მთვრობა და თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, იქნება გაწვეული. „განხილვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ეს შფოთვა არის უადგილო“ - თქვა ნათია მეზვრიშვილმა.
30 ოქტომბერს, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა გამოთქვა წიანდადება სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტის გაწვევის შესახებ. ამ შემთხვევაში გაწვევა არ არის პარლამენტის პრეროგატივა, რადგან შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიციტორია საქართველოს მთავრობა.