Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
საქართველოში ტარდება საკრებულოს შუალედური არჩევნებიც

საქართველოში ტარდება საკრებულოს შუალედური არჩევნებიც


საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად, თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში იმართება საკრებულოს შუალედური არჩევნები. ქალაქ სამტრედიასა და თერჯოლის ძევრის თემში საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს ირჩევენ. კენჭისყრა ტარდება ორი ოლქის 6 საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში რეგისტრირებულია 7 925 ამომრჩეველი. სამტრედიაში კენჭს იყრიან: „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია”-ს კანდიდატი აკაკი მინაშვილი, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ზაზა ნიკოლეიშვილი, „ქართული ოცნების“ კანდიდატი რამაზ რუხაძე და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მალხაზ ნოდია. თერჯოლაში კენჭს იყრიან: "ევროპული საქართველოს" კანდიდატი რევაზ გრძელიშვილი, „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია”-ს კანდიდატი ნონა კვახაძე, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ბესიკ ტაბატაძე და „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ბარათაშვილი. თერჯოლასა და სამტრედიაში საკრებულოს შუალედური მაჟორიტარული არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად თერჯოლაში გამარჯვებული მანუჩარ ფანჩულიძე მერის მოადგილედ დაინიშნა, სამტრედიის საკრებულოს დეპუტატმა ლაშა რუსიამ კი უფლებამოსილება საკუთარი სურვილით შეიწყვიტა. ორივე მათგანი "ქართული ოცნებიდან" იყო არჩეული.

XS
SM
MD
LG