პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 23 ოქტომბერს ინტერვიუს მისცემს სამი ტელეკომპანიის - „იმედის,“ „რუსთავი 2“-ის და „TV პირველის“ პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს. ინტერვიუ 22 საათზე დაიწყება. სააგენტო ინტერპრესნიუსს „ქართულ ოცნებაში“ უთხრეს, რომ „ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც გეგმავს."