„რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა ტექსტური ვარიანტიც იმ ფარული აუდიოჩანაწერისა, რომელიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, ასახავს სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულების საკანში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის, პარლამენტის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომლის დავით ცუხიშვილის საუბარს. „რუსთავი 2“-ის ცნობით, „საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.“
„რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული ტექსტი:
მირზა სუბელიანი : “შენ ძალიან კარგად იცი რო მე რო რაღაცა მეკადრა, ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი, მე რო რაღაცა მეკადრა არასწორი, ვინ არ ბიჭო ოქუაშვილი კი არა ტერა ბაიტებით გვაქ სასწაულები ამათ რო არ დაესიზმრებათ, თეთრაძის საქმიდან დაწყებული, ნავთლუღის სპეცოპერაცია... რაზეც ამათმა თანამდებობები დაიჭირეს, ხარძიანის საქმე, ან ვანოს საქმე, ვისი შესრულებულია, ან შენ როგორ გგონია, ამათი თათბირები ესენი რო იჯდნენ და ყ..ე განკარგულებებს გასცემდნენ, იმხელა უტვინო ვიყავი რო თავი არ დამეზღვია ამათთან?! თავი არ დამეზღვია და ისე მივსულიყავი, ყოველდღე ცვლიდნენ გადაწყვეტილებებს, მე რო რაღაცა მდომებოდა და რაღაცა მინდოდეს ხალხის გამოსვლა შენ ნახე, არაფერი არ უნდა, ორი ჩანაწერი უნდა და ბ..შვილი ვიყო რუსთაველი გამოვა და "ოცნება" აღარ იქნებით დამიჯერე, პროსტა კაცურად გეუბნები, არ ვარ მე ამის მკადრებელი კაცი და ნუ მაკადრებინებთ.
"მე პოლიტპატიმარი ვარ, შვეიცარიაში რო წავიდე, სტოკჰოლმში რო ჩავფრინდე, ხო ქვეყანას დედას მო..ყნავ, საქართველოს, სტოკჰოლმამდე რო ჩავაღწიო ხო იმხელა მტკიცებულებებს წავიღებ რო ბო..შვილი ვიყო, ამ საქმეზე გამამტყუნებელს მივიღებ თუ არა პოლიტიკურ თავშესაფარს მაინც მივიღებ, ეჭვი ხო არ გეპარება შენ მაგაში, მე ამას ვერ ვიგებ ძმაო, როდესაც იმ მომენტში შემეძლო ჩვეულებრივი განცხადებები გამეკეთებინა, ეხლა დამთავრებული იქნებოდა, ეხლა ჩემი ოჯახი პოლიტიკურად იდევნება ძმაო.”
ჩანაწერში ნახსენები იყო ხარძიანის საქმეეს არის უკვე “ქართული ოცნების” მმართველობის დროს მომხდარი შეკვეთილი მკვლელობა და გაურკვეველია, რას გულისხმობს სუბელიანი. რატომ ახსენებს, საერთოდ ამ საქმეს, რა ფორმით არის აქ ჩარეული ხელისუფლება?
"ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან ციხეში გამართული შეხვედრის მიზეზი, საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილო მირზა სუბელიანია, რომელიც სთხოვს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას და თან აბარებს, რა უნდა უთხრას დეპუტატმა გახარიას.
მირზა სუბელიანის გაბრაზების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი, მიხეილ შაყულაშვილი, რომელმაც საპარლამენტო კომისიას სუბელიანისგან განსხვავებული ჩვენება მისცა. ამ შეუსაბამობამ გააჩინა ეჭვი, რომ სუბელიანმა ცრუ ჩვენება მისცა.
ამ საკითხს ჩანაწერში ძალიან დიდხანს და ბევრჯერ განიხილავენ.მირზა სუბელიანი ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ ვერ მოხერხდა საქმის ისე დალაგება, რომ მას და შაყულაშვილს ერთნაირი ჩვენებები მიეცათ.
ამიტომაც მოიხსენიებს მომდევნო ფრაგმენტში გაბრაზებული სუბელიანი შაყულაშვილს საგინებელი სიტყვებით.
შემდეგ ის უკვე ახსენებს იმ მეთოდებსაც, რომლითაც წლების განმავლობაში ხელისუფლებისთვის საქმეებს ალაგებდა. სუბელიანი თავის "შემადგენლობასთან" ერთად მოწმეებს იტაცებდა და სცემდა სასურველი ჩვენებების მისაღებად, მათ შორის, გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენობის დროს.
ბაჩო ახალაიას საქმის მოწმეებზე კი პირდაპირ ამბობს, რომ მათ აწამებდა.
ამავე ფრაგმენტში ნახსენები არიან მთავარი პროკურორები კბილაშვილი და შოთაძე, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, რომლებიც მასთან საქმეების მოსაგვარებლად დადიოდნენ.
სუბელიანი ამბობს, რომ მას ეკა ბესელიასა და უდოს კომისიის ურთიერთობებზეც აქვს ინფორმაცია და ამ თემაზე დაკითხულიც ყოფილა.
ისევ ნახსენებია ვანო მერაბიშვილის საქმე. და ისევ ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ჩაწერილი და დაარქივებულია.
მირზა სუბელიანი: “იმ კაცთან მიდის საუბარი რომელთანაც, თან ასე უთხარი სიტყვა-სიტყვით, ქალაქის პროკურორი რო იყო ეგ ყ..ეთქო, ქალაქის პროკურორი რო იყო და ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეები რო იყო და ვერ ტეხდნენ, მოგვყავდა და ვცემდით, იმიტო რო ამათ გაეხსნათ, აბა როგორ იძლეოდნენ ჩვენებებს და აბა როგორ გაიხსნა?! თეთრაძის საქმე როგორ გაიხსნა?! ქალაქის პროკურატურა იძიებდა საქმეს და ოპერატიულად უზრუნველყოფას ჩვენ უზრუნველვყოფდით, ჩემი პირადი შემადგენლობით. დ - პროკურორებმა წამოიღეს თავისი ლეპტოპები და მოვიდნენ ჩვენთან, გენინსპექციაში.
მ - ორ შვილს ვფიცავარ, მანქანებიდან ვაბრუნებდი ქალაქის პროკურორის მოადგილეს და მაშინ არ დამიზღვევია თავი და ახლა ვიზღვევ თურმე ამ ყლეობაზე. იმიტომაც ვთხოვე სოზარის ამ ბიჭებზე დასაქმებულები იყვნენ, ამ სპეცოპერაციაც ამათი გაკეთებული იყო, ყველაფერი ამათი გაკეთებულია, ამხელა თემები რო კაცს აქვს გაკეთებული, ჩვენ ხალხს ვიტაცებდით და დედას ვუ...ვდით და წინ არ დახვედრიათ არაფერი.
ვ - მოვუყვები ეხლა იმას ყველაფერს.
მ - არა, სალაპარაკოდ და სავაჭროდ კი არ ვამბობ, ეს დავალებები რაც გვაქ ჩვენ შესრულებული დაფაილებული და შენახული გვაქ, ასე იდგნენ მუხლისჩოქა, შოთაძე და იმას, ნიკამ უარი უთხრა და გამოყარა, მოდი თქვენ შეასრულეთო, კბილაშვილი შემომყავდა, ღარიბა იყო, სადმე გაბაზრდა?! და ბოლო ბოლო ვანოს თემა, მინდოდა ეს ტ..ში შემეტენა?! იმან ვერ გადაწყვიტა ღარიბამ?! იმდენი გვაქვს ოპერატიულად გაკეთებული ძმაო, ჩვენ ერთი გზა გვაქ, ესენი რო თავს იზღვევენ ძმაო, ისინი რო მოვიდნენ დედას მოგ...ნავენ სათითაოდ და მე ჩემებმა მომ..ნეს დედა, სანამ ისინი მოვიდოდნენ.
დ - ექვსი თვე მელოდებოდნენ სანამ ამერიკიდან ჩამოვიდოდი, რო ამ საქმეზე დავეკითხე.
მ - და არც ერთ ბიჭს ჩვენება არ მიუცია, არც ერთი არ გაბოზებულა, რა დაუხვდათ წინ, ერთი საქმე მაინც ამოიღონ, სადაც მე მივდივარ სახელმწიფოს წინააღმდეგ, შენ მაინც არ იცი რამდენჯერ კედელთან მიმამწყვდიეს, ისიც იცი რაზბორკები რო იყო და მე და შენ რო ვიჯექით, იქ რო ვიჯექით რაზბორკაზე, იქაც ვთქვი რო სოზარის დავალებაამეთქი, არ გახსოვს? აბა ეხლა მეტი რა გავაკეთო ეს დედა მო...ული მითხარი. რა არი იცი, რომელი ჯობია? ამიტომაა პოლიტიკა კაი, პოლიტიკურად ყველანაირად ხსნი და მუნდირი რო გაქ ვერანაირად ვერ ხსნი გესმის? მაშინ ცრუ ჩვენებაზე კი არ წამიყენონ მუხლი, ადგნენ და წამებაზე წამიყენონ, ბაჩო ახალაიას მოწმეებს რო ვაწამებდით და როგორ მისცეს... ციხის ბუნტის თემა გაიხსენე, მე და გიომ გავხსენით ძმაო, მე და გიომ, ცხონებულმა, გიო შევუშვი ქურდებთან, ქურდები მყავს გაბოზებული მაგის დედას შე..ცი, ქურდებს მივაცემინე ჩვენებები, უპრეცედენტო რაღაცა მოხდა, ვაბშე ისტორიაში რო არ ყოფილა, მარტო ერთი საქმე რად ღირს, მარტო იმ საქმეზე დაუყენეს ბაჩოს განაჩენი.”
მირზა სუბელიანს, კონკრეტულად, მიხეილ შაყულაშვილის წინააღმდეგაც აქვს კომპრომატები შენახულიპროკურორის მესიჯები და მიმოწერა, რომლებიც გერმანიაში აქვს გადამალული.
“ვ - მე ვუთხარი 192 მესიჯი აქვს შაყულაშვილთქო. გადაზღვეული აქ გერმანიაშითქო.
მ - მარტო ეს არა.
ვ - გადაზღვეული აქვს ყველას თავისი თავითქო, კაცურად იქცევა და ნუ გადავა ზღვარს ნურავინთქო რა.
მ - და გადადიან ზღვარს და.
ვ - მე რო მესიჯი გავაგზავნე პრობლემაა, ატყდა უცებ ერთი ამბავი, რა ხდებაო. თავს იძვრენს რო ერთი წლის მერე...
მ - გავიგე მარა ერთი წლის მერე მაგას დედას მო...ნავ.
ვ - ისე ერთი რა თქვა გახარიამ, შაყულაშვლი მაგისი ძმაკაცი იყო ჩემი ძმაკაცი კი არაო.
მ - ძმაკაცი არა..”
მომდევნო ფრაგმენტებში ჩანს, რომ მირზა სუბელიანი წინასწარ არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან, როდის უნდა დადგეს მისი განაჩენი და რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში. ერთი წელი პატიმრობა და ერთი წელი პირობითი მსჯავრი.
სუბელიანი იმასაც კი ამბობს, რომ თუ საჭიროა, პირობითს იყიდის.
ის ისევ სთხოვს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, შეახსენოს მინისტრ გახარიას მათი გარიგების პირობები.
“მე ვამბობ ეგეთ რაღაცას ძმაო, მომისაჯონ, დავიღალე რა, რო წახვალ უთხარი მომცენ მე ჩემი, არ მინდა არც შეღავათი და არც არაფერი, ხო ვთქვი ერთი წელი და მომისაჯონ და დამანებონ თავი რა. აღარ მინდა არც შეღავათი, ხო ვთქვი ერთი წელი, ვიჯდები ის ერთი წელი, დავიღალე რა, დამანებონ თავი რა.
ვ - შენ უნდა იყო ქვაზე მაგარი, ვიტამინები მიიღე და თავს მიხედე.
მ - ერთ რამეს გეტყვი, მე სხვა რამეს ვდარდობ, მეთქი ნახავს სახელმწიფო, ჩვენს გამო წავიდა და დაჯდა, ჩვენ გადაგვარჩინა და გამოხვალ და მირზა შენ ეს გექნება, მირზა შენ ის გექნება და ამის გამო რას ვიღებ ბოლოს ჩემი დედის ტ...ნას?! იმაში დარწმუნებული ვარ რო, იმას ეტყოდნენ სხვანაირად, მტკიცებულებები გვაქვსო, ბიჭო ოცნებამ მიიღეთ ძმაო, თქვენი გუნდის პატიმარი, თქვენი გუნდის, ამხელა შეცდომა ბოზიშვილი ვიყო მიშას არ დაუშვია, შენ ხვდები ეს რამხელა შეცდომაა?! არ მინდა არც დაკლება მინდა, ვიჯდები ეს ერთი წელი მჭირდება, ეს ნეგატიური პოზიცია რო გავდევნო, თორე მე რო ეხლა გავიდე გარეთ შეიძლება სასწაულები ჩავიდინო.
"რა უთხარი იცი გახარიას? ერთად რომ ვქეიფობდით მე ვასაძე და მთელი კამანდა, თურმე შორიდან იცნობდნენ ესენითქო? კარგითქო მართლა. ამაზე უფრო მეტად არის გაგიჟებულითქო. მესიჯი მიუტანე სწორად, არავის ჩაძირვა და არავის გადაძირვა არ მინდა, თვი დამანებონ, შემეშვან, სიტყვა ნათქვამია, ეგ სიტყვა შეასრულონ და აგერ არის 15-ში და ახალწლამდე დამიყენონ განაჩენი.
ვ-ესენი არჩევნების პერიოდია;
მ - არა არჩევნები მერე, იციან. 15 ნოემბერს მაქვს პროცესი. მანამდე არც მაქვს.
ვ-ამიტომ ვფიქრობ მაინც, რომ... ერთი წელი თუ მიუსაჯეს, ჩემი აზრია.
მ - ერთი წელი რატომ? ჯარიმა რატომ არა, ან ვაბშე რატომ ვარ პასუხისგებაში მიცემული. მოსამართლეები გაგიჟებულები არიან.
მ- ..გაგიჟდნენ კინაღამ, სადაა მტკიცებულებები კაცის ჩვენების გარდაო, რას ამბობო..
რატო მძირავენ, ძლივს ხალხმა დამივიწყა და ეხლა ისევ თავიდან ააყაყანე ეს ჟურნალისტები და თქვან ცრუ ჩვენება მისცაო, ისევ თავიდან, ეს უტვინოები, აი მაგათი დალაგებული, დარწმუნებული ვარ ძმაო მაგაში არც ირაკლის ხელი არ ურევია და ოთარის კიდე... ვალშია ძმაო, ეგრეც ხო არ არი ძმაო.
ვ - ოთარი ვინ არი?
მ - ფარცხალაძე, არ არი ვალში?!
ვ - ამ წუთში ოთარი რა შუაშია?
მ - არა? ეგ მართავს ძმაო პროკურატურას, აბა მე ვმართავ?! არ არი ვალში, ვის უფრო მეტი აქ ოთარისთვის გაკეთებული, შაყულას თუ მე, რაღა ვიბაზრო მეტი, არ მინდა არაფერი, ესე უთხარი გაგიჟებულიათქო, მიმისაჯეთ დამანებეთ თქვითქო კაცი იძახისთქო, პირობითს გამომაყოლებენ კიდე ერთი წელი და ვიყიდი იმ პირობითს და ეგ იქნება.”
ამ ფრაგმენტის ბოლოს სუბელიანი ოთარ ფარცხალაძესაც ახსენებს, რომელიც პროკურატურას მართავს. საუბრისას არაერთხელ ახსენებენ კიდევ ერთ პიროვნებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლევან კაკავას. ჩანაწერიდან ჩანს, რომ სწორედ კაკავას დაავალა გიორგი გახარიამ სუბელიანის საქმის ფინანსური მხარის მოგვარება.
“კაკავამ იცის მარა იმათ არ იციან, შეიძლება ეს აუხსნის იმათ მთელ კოზირებს რო წავიდნენ.
ვ - კაკავა ხო თავიდან იქ იჯდა?
მ - იქ იჯდა მარა შტერი არ არის რო წამოცდეს.
ვ - მაგი მინისტრის მოადგილე არაა?
მ - ხო.
ვ - რა დარგით?
მ - ეკონომიკურის განხრით და იმან უთხრა გასვლის დროს, პროსტა მიხედეთ ამ საქმესო, მეტი იმას სიტყვა არ უთქვამს, მეტი პრივილეგია და უფლებამოსილება მაგისთვის არავის არ მიუნიჭებია ძმაო.
ვ - ამაზე რა მითხრეს იცი, თუ რაიმე განსაკუთრებული თემა იქნებოდაო, კაკავა ყოველ დღე ვერ ივლიდა დათოსთანო.
მ - ხო, ბიტავუხაზე, პროცესს არ უნდა გაკარებოდა. მარტო ფინანსურად ძმაო, კაკავას ფინანსურად დაავალა, მაგის თვალწინ.
"იმან დაავალა, მილიონი თემა აქვს ძმაო, ის ვიცე-პრემიერია, მინისტრია, ის გეუბნება მე ხო გავალებდი, მარა ქვევით უკვე პ...ჭები ყავს, მაგიტომაც გეუბნები მაგის მოადგილეებს კი არ უნდა ელაპარაკო, მაგას უნდა ელაპარაკო.”
მირზა სუბელიანი ასევე ყვება, როგორ იქნა დაშვებული მძიმე შეცდომები გამოძიების პროცესში და როგორ სთხოვეს თვითონ ხელისულფების წარმომადგენლებმა მას დახმარება და ბოლოს ისიც უთხრეს, რომ “სახელმწიფოს გადასარჩენად“ ციხეში უნდა ჩამჯდარიყო. თავად სუბელიანიც საუბრის დროს მუდმივად ხაზს უსვამს, რომ ყველაფერს "სახელმწიფოსთვის" აკეთებს.
მომდევნო ფრაგმენტში საუბარია ერთ ფაქტზეც, რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო. როგორც ჩანს, სამართალდამცველებმა ხორავას ინციდენტში მონაწილე ბავშვები გაიტაცეს და სცემეს, ალბათ, მათგან ინფორმაციის მისაღებად. მირზა სუბელიანი ერთ-ერთ მომენტში ამბობს, რომ მას ე.წ. “ავტომატჩიკები” არ აკლია და სხვა რამის კადრება შეუძლია. ანუ ის თავისი შეიარაღებული ხალხით იმუქრება.
„ის მ..ნერი მე გავწმინდე და იცოდა იმ ჩვენმა ძმამ რო ამ მ..ნერის გამო მე რა მომივიდოდა, მე ვუთხარი პრიკუპში მე მომაყოლებენ და დედას მომ..ნავენ, მომ..ნეს კიდეც, რატო ვზივარ? იმიტო ვზივარ რო... იცი რატომაც. იქ უნდოდათ გასვლა ამ დედა მო..ულებს, კაი, პირველი დარტყმა ავიტანე, პირველ დღეს ჩვენ ძმასთან რო მივედი, ჩვენი ძმა რო მივიდა, მე არ დავიწყე, შაყულაშვილი... მთელი კარტბლანში ვინ დაუდო თქვი ძმაო, აქ არიან, ჯანაშია აქ არის, ჩემი ქვისლი აქ არის, ბავშვები იქ არიან, სასწრაფოდ ოპერატიული ჯგუფი გავუშვი, ყ..ეზე დაიკიდეს ძმაო. მეორე შემთხვევას გეტყვი, რისი პაბლაშკა, ბო..შვილი ვიყო, ლამის ბუქნებს მაკეთებინებდნენ, ღამე წაიყვანეს, რაზე მაქ ზაზაზე აკრეფილი, მოიპარეს ბავშვები, მე ირაკლისაც ვუთხარი და მამის თვალწინ ცემეს, უძინართა მზეში ხდება და ერთად ერთი ჩვენ ცხონებულ გიოს გაუკეთეს ნაცებმა და ჩემ ოჯახს გაუკეთეს, მერე საქმე რო უფუჭდებოდათ, თვითონ გამოვიდნენ აქეთ კონტაქტზე და რაც ჩვენ გვაქ ნარბენი და დავულაგეთ საქმე, გამოსავალი მითხარიო, იმან რო მითხრა, რავი ძმაო, ამ სიტუაციაში მე გამოსავალს ვერ ვხედავმეთქი რა, იმიტო რო სახელმწიფო გადარჩეს ჩაჯექიო, ჩავჯექი ეგრევე. კაცურად მითხარი, ზეწოლა იყო შენზე და ხან ვის გიგზავნიდნენ და ხან ვის, რამდენჯერ გადაგიხვევია როდისმე? შენ წახვიდოდი ამ ნაბიჯზე? კაცურად მითხარი. არ წახვიდოდი, იმიტო რო პოლიტიკოსი ხარ, მაგრამ მე ძმაო პაგონები მაქ და ღირსება მაქ, წავედი ამაზე, რაზეა ლაპარაკი, უნდა სახელმწიფოს? ენაცვალოს ჩემი თავი და პატიმარ კაცს კიდე, ციხეში ვზივარ. და თავებს მიმარხავენ, მოდი შაყულა გადავარჩინოთ, იქ პეტრე გადავარჩინოთ. ეგრე არ გამოდის. თუ გგონია ჩვენ გიოზე უკეთესად ვიჯდე ძმაო ბოზიშვილი ვიყო, არ ვზივარ ძმაო. მაგათმა იციან რო მე ღირსება მაქ და იციან რო არც პრესაში წავალ და არც არსად, მაგრამ არ შეიძლება ადამიანთან ასე მოქცევა ბიჭო, რა დავაშავე მითხარი ძმაო, რა შექმენით, რა შექმენით მითხარი, მითხარი ძმობას გაფიცებ, შენ გგონია ეს საქმე ესე ჩაივლის? შენ გგონია ეს საქმე არ აფეთქდება.”
მირზა სუბელიანი ხაზს უსვამს იმას, რომ ის საკუთარი გადაწყვეტილებით დათანხმდა ციხეში ჩაჯდომას, თორემ მას რომ ეს არ სდომოდა, ვერავინ მიეკარებოდა იმ 50 კაცის შიშით, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ.
„ოხ მე ( არ ისმის) არ ვყოფილიყავი, მე, ბო..შვილი ვიყო, ამას არ დავთანხმდებოდი. ჩემ შვილებს გეფიცები თუ 50 კაცი მყავდეს...
ვ- მეც არ მჯერა რომ ეს კარგი იქნებოდა..
მ- იქნებოდა. ჩემი 50 კაცი მაგათ ბრდღვნად... ვერ ბედავდნენ ახლოს ჩვენთან მოსვლას. ერთი კვირა... და ვერ ბედავდნენ ახლოს მოსვლას. იმიტომ, რომ იცოდნენ, რაც მოყვებოდა.
ვ-რომელს აქვს მაგის ტ..აკი?
მ- რომელ სახელმწიფოზე მელაპარაკები. რაზე მელაპარაკები ბო..იშვილი ვიყო. მითხარი, ძმაო -ერთი დამისახელე რაში ვარ ჩაჭრილი.“
რატომ დაჭირდა ხელისუფლებას მირზა სუბელიანის დახმარება? ან ვისი დანაშაულის დასაფარად ჩაჯდა სუბელიანი ციხეში?
ერთი მიზეზი აქამდეც ცნობილი იყო – მისი შვილი, რომელიც ხორავას ქუჩის ინციდენტის მთავარი საბაბი და ორგანიზატორი იყო და სუბელიანის ცოლის დისშვილი, მიხეილ კალანდია.
მაგრამ, როგორც ჩანს დასამალი ბევრად უფრო მეტი იყო, დიდი ალბათობით, სისტემური დანაშაული. სუბელიანმა სხვებსაც დააფარა ხელი: ის ორ ასეთ პირზე ლაპარაკობს:
“ვისაც ხელი დავაფარე ისინი ორივე მაგრად არიან, ერთიც ფულში მაგრადაა და მეორეც ფულში მაგრადაა. მე რა ჩემი ყ..ე წავიღე, არაფერი არ წამიღია.
"კალანდია, ბავშვზეა ლაპარაკი, მთავარი მოწმეა, მაგას იმიტო კი არ იჭერენ დიდადაც უნდათ დაიჭირონ მარა ის ძირი საქმე დაენგრევათ თორე ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვთ, ჩემი ხათრი რო ქონოდათ, მაგან მე უკვე თავისი წილი შეურაცხყოფა მომაყენა, როდესაც პირველ დღეს მიიყვანეს და ბავშვები სცემეს.
ვ - ძირი საქმე რა დაენგრევა?
მ - ძირი საქმე მკვლელობის საქმე, ტ..კის თამაშს თავი დაანებონ.
ამათ იცი რისი ეშინიათ რო, ამის თემა, კაკავას... ამის თემა დახურონ რო მერე სამომავლოდ ვიღაცამ არ ამოქექოს.”
ვინ არის ის ორი პირი, ვისაც სუბელიანმა ხელი დააფარა? არის თუ არა ერთ-ერთი მათგანი პროკურორი მიშა შაყულაშვილი? და რას გულისხმობს კაკავას თემაში, რომლის “ამოქექვისაც” თურმე ხელისუფლებას ეშინია?
მირზა სუბელიანი ეუბნება ვიქტორ ჯაფარიძეს, რომ მან ძალიან ცუდ საქმეს მოჰკიდა ხელი, როდესაც ამ მოლაპარაკებებში ჩაერთო. მისი საუბრიდან ირკვევა, რომ თავიდან პროცესში აქტიურად იყო ჩართული სოზარ სუბარიც, რომელიც საქმეს ნელ-ნელა ჩამოცილდა.
შემდეგ ახსენებს სოზარ სუბარის ყოფილ მოადგილეს, არჩილ თალაკვაძეს, რომლის ძმასაც თავის დროზე სუბელიანი დახმარებია.
“მ - მე შენ გახსოვს რო გითხარი, მაგარ ცუდ საქმეს მოკიდე ხელიმეთქი.
ვ - ვიცი, ვნანობ, მარა მე სხვა გზა არ მქონდა, იმიტო რო ცუდ რაღაცაში ერეოდი.
მ - გავიგე, მარა გაიწია სოზარი, სოზარის ცრემლები მოდიოდა და გაიწია, ის ჩვენზე მეტად დარდობს, მიხვდა და გაიწია, შენ მაგარ ცუდ საქმეში ჩაერიე დამიჯერე რა, შენ თუ გგონია მირზა გამოვიდეს და "რუსთავი 2"-ში დაჯდეს და...
დ - ოქუაშვილივით.
მ - ერთს ღმერთს ვთხოვ, რო შაყულაშვილი იყოს ნორმალურად ჩემს გამოსვლამდე. კაცურად გეტყვი რა, გოგა ხაინდრავას ვენაცვალე ყვ..ებში, კაცი ორჯერ მყავს ნანახი, სადაც გამოდის კარგის მეტს არაფერს არ ლაპარაკობს, ნუთუ ის არ დავიმსახურე რო ელემენტარულად ეთქვა, რო არ არის ეს ის კაცი. პოლიტიკოსებს ენები რო აქვთ გადმოგდებული, აჩიკოს ეთქვა ორი სიტყვა, მაგის ძმას ძ..ერს რო ვწმინდავდი და სოზარი რო მეუბნებოდა, ნუ გავაფუჭებთ და ბავშვია და აბა მირზა მიხედე, ყველა ყ..ები რო ყავდა და ყველა მ..ერში რო მე მაყოფინებდნენ თავს, ყველა მე გადამკიდეს და დამაჯახეს, მე ექვს საქმეზე დამკითხეს და არსად სოზარი არ მიხსენებია, ერთი ინფორმაცია მიმიცია ვინმესთვის.“