Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ფრანკფურტში


მწერლებმა და გამომცემლებმა ანტისაოკუპაციო აქცია გამართეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მთავარ სცენაზე. მათ თეთრ მაისურებზე წითელი ასოებით ეწერათ - „საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია“ „საქართველოს მწერლები და გამომცემლები არასდროს შეეგუებიან რუსეთის ოკუპაციას“. აქცია პოეტ ზურაბ რთველიაშვილის პერფორმანსით დაისწყო. რომელსაც სახეზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ნიღაბი ეკეთა და საქართველოს ოკუპაციაზე საუბრობდა.

რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია ფრანქფურტში მიმდინარე წიგნის ბაზრობის ფარგლებში გაიმართა. ბაზრობა 10 ოქტომბერს დაიწყო და 14 ოქტომბრამდე გასტანს, წელს საპატიო სტუმრის სტატუსი საქართველოს აქვს.

XS
SM
MD
LG