ოპოზიციური პარტიების კოალიციამ „ძალა ერთობაშია“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობაზე პირადი პასუხისმგებლობა დააკისრა პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის წარმომადგენელმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა, რომ მე-6 წელია ვანო მერაბიშვილი სასჯელს იხდის მძიმე პირობებში, ერთადგილიან უფანჯრო საკანში, რაც შეძლება შეფასდეს როგორც წამების ტოლფასი და ამის გამო მნიშვნელოვნად შეირყა მისი ჯანმრთელობა. გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში მერაბიშვილს რამდენჯერმე დასჭირდა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებიდან თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაყვანა. „ძალა ერთობაშია“ მიმართავს იუსტიციის მინისტრს, ვანო მერაბიშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სასჯელაღსრულების სისტემის საავადმყოფოში, ჩაუტარდეს სათანადო სამედიცინო კვლევები და მკურნალობა და მკურნალობის შემდეგ გადაიყვანონ სათანადო პირობებში. ოპოზიციური კოალიცია მოითხოვს, რომ იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ვანო მერაბიშვილის ვადამდე პირობით გათავისუფლების საკითხის განხილვა. „ძალა ერთობაშია“ მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსაც, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოუწრავმდე შეიწყალოს ვანო მერაბიშვილი.
ყველაზე პოპულარული
1