ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში დაიღუპა ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, 43 წლის ივანე კუპრაძე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ივანე კუპრაძე ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2003 წლიდან მუშაობდა, ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით გამოირჩეოდა და ხშირად ჩაუგდია თავი საფრთხეში. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ივანე კუპრაძის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.
ივანე კუპრაძის დაღუპვის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონულმა სასამართლომ დაიწყო გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე. წინასწარი ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 5 სექტემბერს გაჩენილი ხანძრის მიზეზი ადამიანის დაუდევრობაა.