Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძაფით მხატვარი რაჭიდან


ძაფით მხატვარი რაჭიდან
please wait

No media source currently available

0:00 0:02:05 0:00

რა ხდება მაშინ, როცა საღებავებით ვეღარ ხატავ, ხატვის გარეშე ცხოვრება კი არ შეგიძლია? ეძებ ყველა შესაძლო გზას, საყვარელ საქმეს რომ არ მოსწყდე. ასე დაემართა რაჭაში მცხოვრებ მხატვარს, რუსუდან (დუსუნა) ქევანაშვილსაც, რომელსაც ალერგიის გამო წლების განმავლობაში ზეთის და სხვა საღებავებთან ახლოს მიკარებაც კი არ შეეძლო. 1990-იანი წლები იყო, გაჭირვების, სიცივის წლები. რუსუდანი ცდილობდა გარშემო არსებული ყველა მასალა გამოეყენებინა და ხატვა არ შეეწყვიტა - ხატავდა ნახშირით, სანთლით, პლასტილინით, პომადით, რასაც იშოვიდა და რაც ხელში ჩაუვარდებოდა. ერთ დღეს კი სახლში ფერადი საქსოვი ძაფებით სავსე ფუთა იპოვა. ძაფით ხატვაც მაშინ დაიწყო. დიდხანს ამ ნახატებს ჩვეულებრივი ფერწერული ნამუშევრებისგან ვერავინ არჩევდა. დღეს რუსუდანის ნახატები მსოფლიოს არაერთ ქალაქშია გაყიდული. ინტერნეტის წყალობით, პატარა ქალაქში მცხოვრებ მხატვარს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ადვილად პოულობენ.

XS
SM
MD
LG