Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლები განიხილავენ უკრაინის რუსეთისგან გამოყოფის საკითხს


მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლმა, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომე პირველმა 31 აგვისტოს სტამბოლში უმასპინძლა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, კირილეს, რათა განეხილათ უკრაინის რუსეთის ეკლესიისგან გამოყოფის საკითხი - რასაც მოსკოვი მძლავრად ეწინააღმდეგება. ბართლომე ითვლება "პირველად თანასწორებს შორის" მსოფლიოს დაახლოებით 300 მილიონ მართლმადიდებელ ქრისტიანში. ვარაუდობენ, რომ ის უახლოეს თვეებში იტყვის გადაწყვეტილებას უკრაინის განაცხადზე გაწყვიტოს სულიერი კავშირი მოსკოვთან. თუმცა კირილე, რომელსაც კრემლთან ახლო კავშირები აქვს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკავშირედ ითვლება, ცდილობს ეს არ დაუშვას. ეკლესიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო აღმოსავლეთ უკრაინაში კიევსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე ომის ფონზე, რომელსაც 10300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და რომელმაც უკრაინელებს უბიძგა დისტანცირებულიყვნენ მოსკოვის ეკლესიისგან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საფრანგეთის მიტროპოლიტი ემანუელი, რომლის განცხადებითაც ბართლომემ კირილეს უთხრა, რომ მან აპრილში მიიღო გადაწყვეტილება "დაეწყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გზების კვლევა". მიტროპოლიტმა დასძინა, "ჩვენ ამ გადაწყვეტილებას უკვე ვახორციელებთ და ეს პატრიარქ კირილესაც შევატყობინეთო".

XS
SM
MD
LG