განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შავი ზღვის უნივერსიტეტი ერთადერთი სასწავლებელია, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე ფინანსური დავალიანება გააჩნია. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრეს ცენტრის პრესსამსახურში. მათი ინფორმაციით, ავტორიზაციის საბჭოს არცერთ სხვა სასწავლებელში არ დაუფიქსირებია მსგავსი ტიპის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ ექვსი წლით მიანიჭა ავტორიზაცია, ამასთანავე, ერთი წლით, 2019 წლის 20 აგვისტომდე შეუზღუდა სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება. შეზღუდვა კი ფინანსურ პრობლემებს დაუკავშირა. ცენტრის განცხადებით, უნივერსიტეტის დავალიანება სახელმწიფოს წინაშე, რომელიც 715 ათას ლარს შეადგენს და ამის შედეგად დაყადაღებული ქონება, საფრთხეს უქმნის საგანმანათლებლო პროცესს. შავი ზღვის უნივერსიტეტში უსამართლოსა და არალოგიკურს უწოდებენ ავტორიზაციის საბჭოს გადაწტვეტილებას და აცხადებენ, რომ დავალიანების სამართლიანობის შესახებ სასამართლო დავა მიმდინარეობს. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღების შეზღუდვა უნივერსიტეტს მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვება.
ავტორიზაციის საბჭო: შავი ზღვის უნივერსიტეტი ერთადერთი სასწავლებელია, რომელსაც ფინანსური დავალიანება აქვს
ყველაზე პოპულარული
1