Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის ეშინია საკონსტიტუციო სასამართლოსი?


ვის ეშინია საკონსტიტუციო სასამართლოსი?
please wait

No media source currently available

0:00 0:04:10 0:00
საკონსტიტუციო სასამართლოს, მისი გადაწყვეტილებების გამო, ხელისუფლებაში ადრეც აკრიტიკებდნენ, მაგრამ მის გაუქმებას უმრავლესობის ზოგიერთმა დეპუტატმა და სასულიერო პირებმა პირველად ღიად დაუჭირა მხარი იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციას ადგენს. „ქართული ოცნების“ დეპუტატ მირიან წიკლაურის პათოსი უმრავლესობის სხვა დეპუტატებმაც გაიზიარებს, თუმცა მისგან განსხვავებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების იდეას მიამიტური უწოდეს. სიმონ ნოზაძემ, მაგალითად, ამ გადაწყვეტილებას „პიროვნების თავისუფალი დეგრადირების უფლება უწოდა, ბექა ნაცვლიშვილის სიტყვებით კი, „სასამართლომ სრულ აბსურდში შეიყვანა ქვეყანა“. დეკანოზებმა დავით ქვლივიძემ და დავით ნოზაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისგან ბოდიშის მოხდაც მოითხოვეს.
თუმცა ამ განცხადებების და განწყობების მიუხედავად, კონსტიტუციონალისტები აბსურდად სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებაზე საუბარს მიიჩნევენ. მათი ერთი ნაწილის აზრით, ეკლესია ამ პოზიციით შელახული იმიჯის აღდგენას ცდილობს, ხელისუფლება კი მისთვის არასასურველ გადაწყვეტილებებს უფრთხის.
ვის ეშინია საკონსტიტუციო სასამართლოსი, მისმა რომელმა გადაწყვეტილებებმა შეუქმნა ხელისუფლებას სხვადასხვა დისკომფორტი და შეიძლება თუ არა გაუქმებაზე საუბარი მისი გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების შემთხვევაში?
XS
SM
MD
LG