Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი: მე გვერდზე ვდგები ამ პროცესიდან


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: მიმაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მომავალ თავმჯდომარეს წარვადგენ არა უბრალოდ მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ამ პროცესში მთელ საზოგადოებას ჩავრთავ. მისი თქმით, წარდგენილი კანდიდატი იქნება იურიდიული საზოგადოების მიერ არჩეული და ეს საკითხი პოლიტიკურ კინკლაობაში არ გადაიზრდება. „მიმაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მომავალ თავმჯდომარეს წარვადგენ არა უბრალოდ მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ამ პროცესში მთელ საზოგადოებას ჩავრთავ. შესაბამისად, პოლიტიკური არგუმენტის გათამაშება ამ ვითარებაში ელემენტარული უაზრობა იქნება, რადგან ეს არ იქნება ჩემი პოლიტიკური კანდიდატი, ეს იქნება ქართული საზოგადოების, სპეციფიკურად ქართული იურიდიული საზოგადოების მიერ შერჩეული კანდიდატი. ასე რომ, თუ დაპირისპირება იქნება, ეს ჩემთან პოლიტიკურ კინკლაობაში ვერ გადავა. მარგველაშვილი შემდეგ განაგრძობს, რომ ხაზს უსვამს სწორედ იმას, რომ პოლიტიკური კუთვნილებისა და სიმპათიების მიუხედავად, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები. მე აქ არ ვამბობ, რომ რომელიმე პარტიამ უნდა გაიმარჯვოს. მე ვამბობ იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მუდმივი რყევა ერთნაირად საშიშია ყველასთვის, ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანისთვის. სახელმწიფო ინსტიტუტების რყევა და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების ჩამოშლა, გაურკვევლობა ამ მიმართულებით საბოლოოდ საშიშროებას უქმნის ყველა მოქალაქეს. მე მინდა, რომ ეს იყოს გააზრებუ ლი. იმისთვის, რომ მე ამ გააზრების პროცესში არ შევუშალო ხელი არავის, არ გავაღიაზიანო პოლიტიკურად, მე გვერდზე ვდგები ამ პროცესიდან. რამეზე უნდა შედგეს ამ ქვეყანაში თანხმობა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

XS
SM
MD
LG