Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში დააპატიმრეს ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი


რობერტ ქოჩარიანი
რობერტ ქოჩარიანი

სომხეთში სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს. ქოჩარიანი 26 ივლისს დააკავეს. მას ბრალი ედება "კონსტიტუციური წყობის დამხობაში". ამ მუხლით სასჯელის მაქსიმალური ზომაა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.

თავად ქოჩარიანი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული საქმე "ვენდეტაა". "მიჭირს დავიჯერო, რომ ამგვარი ბრალდებების ასე შეთითხნა დღევანდელ დღეს შესაძლებელია" - განაცხადა მან ტელეინტერვიუში.

ქოჩარიანი სომხეთის მეორე პრეზიდენტია. ის ქვეყანას სათავეში ედგა 1998-2008 წლებში. ბრალდება უკავშირდება 2008 წელს ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეთა მიმართ რეპრესიებს. მაშინ პოლიციასთან შეტაკებებში 10 ადამიანი დაიღუპა. ქოჩარიანმა საგანგებო ვითარება გამოაცხადა და საპროტესტო გამოსვლები შეწყდა.

2008 წლის მიტინგების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. 2010 წელს ფაშინიანს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს არეულობების მოწყობის ბრალდებით. 2011 წლის მაისში ფაშინიანი ამნისტიით გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG